Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მარწყვის ტორტის საუკეთესო რეცეპტი / martskvis tortis sauketeso recepti
2017-06-24, 10:52 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ფქვილი - 1,5 ჭიქა
კარაქი - 100 გ
შაქარი - 1 ჭიქა
არაჟანი - 2,5 ჭიქა
სოდა - 1 ჩ/კ
კვერცხი - 4 ცალი
მარწყვი - 800-900 გ
შაქრის პუდრა - 1 ჭიქა

მომზადების წესი:
კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ. ათქვიფეთ გულები შაქართან ერთად, დაუამტეთ არაჯანი და გამდნარი კარაქი. ათქვიფეთ მიქსერით და დაუმატეთ ნელ-ნელა სოდა შერეული ფქვილი.
ცილა ათქვიფეთ ცალკე და ფრთხილად შეურიეთ ცომს.
წაუსვით დასაშლელ ფორმას კარაქი, გადაიტანეთ ცომი, მოუსწორეთ ზედაპირი და აცხვეთ 180-190 გრადუსზე გახურებულ ღმელში დაახლოებით 40 წუთი.
ამასობაში გარჩეულ და გარეცხილ მარწყვს დააყარეთ 2-3 კოვზი შაქარი და გააჩერეთ დაახლოებით 30 წუთი, რათა კენკრამ წვენი გამოუშვას.
გამომცხვარი და გაცივებული ბისკვიტი გაჭერით სიგანეზე თანაბრად.
დანამეთ ორივე ბისკვიტი მარწყვის წვენით.
გაანაწილეთ ერთ ბისკვიტზე დაჭრილი მარწყვი.
ათქვიფეთ არაჯანი და შაქრის პუდრა და მოასხით მარწყვს მიღებული კრემი. დააფარეთ ტორტის მეორე ბისკვიტი, ზემოდან წაუსვით დარჩენილი კრემი და მორთეთ მარწყვით.
მოათავსეთ 1-2 საათით მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად ნანახია: 1207 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]