Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ჰაეროვანი რულეტი ჩაისთვის, ვაშლითა და შავი ქლიავის ჩირით / haerovani ruleti chaistvis, vashlita da shavi qliavit
2017-06-24, 10:15 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ფქვილი - 4 ს/კ
კვერცხი - 4 ცალი
შაქარი - 3 ს/კ
ვანილის შაქარი - 12 გ
ზეთი - 4 ს/კ
ვაშლი - 2 ცალი
შავი ქლიავის ჩირი, უკურკო - 5-6 ცალი
გამაფხვიერებელი - 1/4 ჩ/კ
შაქრის პუდრა – მოსაყრელად

მომზადების წესი:
კვერცხის გული გააცალკევეთ ცილისგან. ათქვიფეთ ცილა ღრუბელის მასის მიღებამდე, ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი.
ცალკე ათქვიფეთ კვერცხის გული. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, რომელშიც გამაფხვირებელი და ვანილის შაქარი იქნება შერეული. შემდეგ დაუმატეთ ზეთი და კარგად ათქვიფეთ.
მიღებული მასას პატარ-პატარა ულუფებით შეათქვიფეთ ცილის მასა. და აურით ჩანგლით.
ვაშლი გაფცქვენით და დაჭერით კუბიკებად. შავი ქლიავის ჩირი დაჭერით 4 ნაწილად.
ვაშლი და შავი ქლიავის ჩირი გაანაწილეთ თანაბრად პერგამენტდაფენილ ღუმელის ფირფიტაზე და დაასხით ცომი.
აცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 15 წუთი.
მზა ბისკვიტი გადმოაბრუნეთ ჩაის ტილოზე და თბილ-თბილი ფრთხილად გადაახვიეთ რულეტად.
გაცივებულ რულეტს მოაყარეთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად ნანახია: 965 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]